სამართალდამცველებმა ქუთაისში, ერთ-ერთი სკოლის სარდაფში სავარაუდოდ, მარიხუანას მოხმარების ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ, საქმის შესწავლა დაიწყეს

ქუთაისში არსებულ აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის სკოლის დირექტორი და დარაჯი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე ეხება სავარაუდოდ, სკოლის სარდაფში აღმოჩენილ ნივთებს. სკოლის სარდაფში სავარაუდოდ, მარიხუანას მოხმარების ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ სამართალდამცველებმა საქმის შესწავლა 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს.

სკოლის დირექტორის ნატო ბენდელიანის თქმით, მან სამართალდამცველებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ქუთაისში აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი გამორიცხავს, რომ სარდაფში მარიხუანას მისი მოსწავლეები მოიხმარდნენ. დირექტორი ირწმუნება, რომ სარდაფი ეტაპობრივად იწმინდება, თუმცა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ბოლომდე დაცული არ არის და შესაძლოა, იქ გარეშე პირები შესულიყვნენ. ნატო ბენდელიანისთვის უცნობია, რა მოხდა სკოლის სარდაფში და გამოძიების დასრულებას ელოდება.

სკოლაში 129 მოსწავლე სწავლობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო