სასტუმროები მთავრობას კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ბანკებთან შუამდგომლობის და გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართავენ

სასტუმროები მთავრობას კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ბანკებთან შუამდგომლობისა და გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართავენ.

როგორც ჟურნალისტებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ჰოტელიერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სასტუმროს წარმომადგენლები წერილით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, ასევე შეხვედრას გეგმავს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

"დღევანდელ შეხვედრას 50-მდე სასტუმროს წარმომადგენელი ესწრებოდა. რეალურად საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს. სასტუმროების მენეჯერებისთვისაა ეს ფსიქოლოგიური დარტყმა, როგორ უთხრან თანამშრომლებს, რომ მარტში ხელფასებს ვერ გადაუხდიან. ასევე, რა ვქნათ- გავაგრძელოთ საქმიანობა თუ შევწყვიტოთ ბიზნესი.

გადავწყვიტეთ, რომ შევადგენთ წერილს და ვთხოვთ მთავრობას, რომ გადასახადები გადავადდეს და გადაგვინაწილონ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. აუცილებლად შევხვდებით ნათია თურნავას და ჩვენს წინადადებებს მივაწვდით. ტურისტულ სექტორში 100 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და ამ სიტუაციიდან უნდა ვიპოვოთ გამოსავალი",-აცხადებს ალავერდაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა