„სოციალ-დემოკრატები" - ომის ვეტერანები სასამართლო სარჩელისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟისგან უნდა გათავისუფლდნენ

გია ჟორჟოლიანის მიერ ინიცირებული კანონპროქტის მიხედვით, ომის ვეტერანები სასამართლოსთვის ნებისმიერი ტიპის სარჩელით მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სოციალ - დემოკრატებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2 მარტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილების კანონპროექტი განიხილა.

სოციალ–დემოკრატების თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ომის ვეტერანების მიმართ მორალური მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულება იქნება.

„საკუთარი უფლებების დაცვისთვის სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მათთვის ბარიერი არ უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობა მძიმეა და ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა