აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ახალ შენობაში პლენარული სხდომით გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ახალ შენობაში, პლენარული სხდომით გაიხსნა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ქალებს დედის დღე, კოლეგებსა და აპარატის თანამშრომლებს საგაზაფხულო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„განცხადებების შემდეგ, დავით გაბაიძემ დღის წესრიგის პირველი საკითხი წარმოადგინა - კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონმდებლებმა გამარტივებული წესით - 13 ხმით მიიღეს.

საგაზაფხულო სესიის კიდევ ერთი სიახლე „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის წევრების ანგარიშების განხილვაა. ამჯერად, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე წარსდგა ბოლო სამ წელიწადში უწყების მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და სხვა აქტივობებზე ვრცელი ინფორმაციით.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლიდან სამინისტროს ბიუჯეტი 14 მილიონიდან 21 მილიონ ლარამდე ანუ 49 %-ით გაიზარდა. ზაალ მიქელაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესმა საბჭომ ცნობად მიიღო. სხდომას, ბოიკოტის ნიშნად, არ ესწრებოდნენ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები”,-აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს