გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანას „საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობაში შარში ხვევს“

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანას საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობაში შარში ხვევს. ამით ბოკერია გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „კარგი იქნება თუ ივანიშვილი გააცნობიერებს რა გზაზე დადგა უკვე თვეებია“.

„ადამ კინზინგერი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდში უდგას ქვეყანას. მე მისი ღირებულებების და პრაგმატული ინტერესის გამო, მის ნაცვლად იმაზე მეტს, რაც უკვე თქვა, არ ვიტყვი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ კინზინგერის ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, თუ როგორ მოიქცნენ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მასხარები ამ ვითარებაში. როცა პარტნიორს ბევრჯერ გადააგდებ და მერე ისმის განცხადებები, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რა თქვა ორმა კონგრესმენმაო, ბუნებრივია, რამე ბრაზზე კი არაა ლაპარაკი, პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს იმის ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი. ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა საკუთარი ბრიყვული გათვლის გამო, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესი მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა. კარგი იქნება თუ ივანიშვილი გააცნობიერებს რა გზაზე დადგა უკვე თვეებია, მისთვის პერსონალურად იქნება კარგი, თორემ ქვეყანაზე ზრუნავს და ან იზრუნებსთქო, ამის იმედი არ მაქვს. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის, ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო, რომ გონზე მოვიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა