გიგა ბოკერია - სისულელეები და ვირეშმაკობები მდინარაძემ აირჩიოს თავის გუნდთან ერთად და მერე მიუტანოს თავის უფროს ივანიშვილს

ჩვენ ვირჩევთ იმას, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი ნებისმიერი სისტემის პირობებში და ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყანას. ეს სისულელეები და ვირეშმაკობები მდინარაძემ აირჩიოს თავის გუნდთან ერთად და მერე მიუტანოს თავის უფროს ივანიშვილს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ უნდა ამოირჩიოს ორიდან ერთ-ერთი - 100/50- ზე ან 110/40-ზე.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას შეუძლია დაწიოს საარჩევნო ბარიერიც, თუმცა ეს ვითარებას არ შეცვლის.

„დაწიონ ბარიერი, არაფერი საწინააღმდეგი არ გვაქვს ბერიერის დაწევის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ცვლის ვითარებას, იმიტომ, რომ ხალხის წინაშე დაპირება გავრილოვის ღამის შემდეგ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ამაში გადააგდო ხალხი, უტიფრად დაგვცინა, ახლაც უტიფრად დაგვცინის და თან პოლიტიკურ რეპრესიებს აგრძელებს და პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. ოპოზიცია არ დაიშლება. იმ პარტიებს, ვისაც აწყობს დაბალი ბარიერი, შეიძლება ამაზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდეთ, მაგრამ მათი გზავნილიც იგივეა, რომ ვითარების ნორმალიზაციას ასეთი გზავნილები არ შველის. საზოგადოების დაკვეთას ასრულებს პოლიტიკური სპექტრი და ეს დაკვეთა არის მარტივი, ყველას უნდა სიმშვიდე და ნორმალური არჩევნები, მაგრამ ყველა ხედავს, რომ პოლიტიკური ჭირია ივანიშვილი და უნდა მოვიშოროთ მშვიდობიანად. ელემენტარული პრინციპის და ღირსების საკითხია, რომ პროპორციულობაზე უკან უნდა წაიღოს შეურაცხყოფა, რომელიც ყველას მიაყენა და პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, თუ უნდა ნორმალური სცენარი და თუ დარჩება არანორმალური სცენარი, დამარცხდება და მისთვის ექნება პოლიტიკურად არანორმალური შედეგები“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა