გია ვოლსკი - ვერ ვხედავ, რომ გიორგი მარგველაშვილს საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ვერ ვხედავ, რომ გიორგი მარგველაშვილს საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, თუკი, მარგველაშვილი დაასაბუთებს, რომ დაცვა სჭირდება, მას ეს მომსახურება აღუდგება.

"არ არის დაცვა მგონი ის თემა, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უნდა ისაუბროს. მას გარკვეული პერიოდი ჰყავდა დაცვა და როგორც კი გააცხადებს და დაასაბუთებს, რომ დაცვა კვლავ სჭირდება, კანონი ითვალისწინებს, რომ მას დაცვა აღუდგება და არა მარტო გიორგი მარგველაშვილს, ნებისმიერ ადამიანს ვისაც მიაჩნია, რომ მას რაიმე საფრთხე ემუქრება. ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუკი, რასაკვირველია კანონის შესაბამისად არ იქნება დასტური იმაზე, რომ რაიმე საფრთხე მართალაც არსებობს " , - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს.

ეს დამარცხებული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტიტუტს“,- წერს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება.

ამასთან, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით, დასაცავ პირებს შესაძლოა, არ მოეხსნათ დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა