ამირან გამყრელიძე - ჩინეთში ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება, პრობლემა კვლავ სერიოზული  რჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის გლობალურად ახალი კორონავირუსის 92 000- მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 80 000 შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების დინამიური შემცირება აღინიშნება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება. თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა კვლავ სერიოზული რჩება. ჩვენ, დღეს დილით ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთთან პირდაპირი ტელეკონფერენცია გვქონდა, რომელიც ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ საელჩოების მეშვეობით მოაწყო. მასში ჩართული იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც. ჩინეთის მეცნიერების მიერ, ძალიან საინტერესო, ორი პრეზენტაცია გაკეთდა. ერთი ეხებოდა ეპიდსიტუაციას და მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მეორე - მკურნალობის კლინიკურ საკითხებს. ჩვენს მიერაც ბევრი შეკითხვა დაისვა და ამ შეკითხვებს პასუხები გაეცა. შევთანხმდით, რომ ამ ტიპის კონფერენციები ჩინეთთან გაგრძელდება. მოგეხსენებათ, ორი თვის განმავლობაში ჩინეთს კორონავირუსული ინფექციის მართვის უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა