აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დედებს 3 მარტი მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ შშმ ქალს, შადიე მოფინაძეს ესტუმრა, დედის დღე მიულოცა და ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, როგორც ანანიძემ აღნიშნა, ყველა დედა განსაკუთრებულია.

„ყველა დედა განსაკუთრებულია, ამიტომ, როცა დედა-შვილობაზეა საუბარი, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები ან რაიმე სხვა ტიპის ბარიერები. განსხვავებული შესაძლებლობების დედები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ იმით გამოირჩევიან რომ მათ, სულიერთან ერთად, მეტი ფიზიკური ძალისხმევა სჭირდებათ შვილების აღზრდისათვის. ამიტომაცაა დასაფასებელი მათი შრომა და ამაგი “, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ შშმ ქალბატონთან , შადიე მოფინაძესთან სტუმრობისას.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი შშმ პირთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო