ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლევისთვის 11 პირის ანალიზებია გადაგზავნილი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ანალიზების უკანასკნელი პასუხების შედეგად არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ამჟამად გამოსაკვლევად გადაგზავნილია კიდევ 11 პაციენტის ანალიზები, რომელთა შედეგები გვიან ღამით იქნება ცნობილი.

„ახლა, ამ წუთში, შემოვიდა 5 პაციენტი. რაოდენობის თქმა ასე ზუსტად ცოტა რთულია იმიტომ, რომ შეიძლება შეხვიდე და უკვე დამატებული იყოს. დინამიური პროცესია, მუდმივი ცვლა არის, შემოდიან, მიდიან. უბრალოდ, სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჯერჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა იმ სამი დაფიქსირებულისა, დადებითი არც ერთს არ ჰქონია და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად არის 28 პაციენტი, თუმცა ნახევარ საათში შეიძლება შეიცვალოს ინფორმაცია. 11 ადამიანის ანალიზებია გადაგზავნილი გამოკვლევაზე, ღამე იქნება პასუხები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ჩვენ“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ასევე იმ 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„იმათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იცით რომ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს ამ დაავადებას. რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ აქვთ, არც ლაბორატორიულად, არც კლინიკურად“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა