სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, საკოორდინაციო-სამუშაო ჯგუფის წევრებისგან რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

„ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე