ბათუმში ლიფტის შახტაში ბავშვი ჩავარდა

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა