ექიმის ინფორმაციით, ბათუმში ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

"შემოვიდა 9 წლის პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სიმძიმეს განაპირობებდა პოლიტრავმა, ტრავმული შოკი. იყო სიმაღლიდან, მე-7 სართულიდან ვარდნა. მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში დაიწყო, ტარდება კვლევები. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილურად მძიმე. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. პერიოდულად შემოდის კონტაქტში, უფრო მეტად ძილიანობისკენ არის მიდრეკილი" , - განაცხადა ექიმმა მაგდა ბერიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა.როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა