გაერო-ს წარმომადგენელი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალები ძალადობას განიცდიან, არის ის, რომ არ ხდება მათი სრულყოფილი გაძლიერება და არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები

სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს გაერო-ს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა იმართება.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო განვითარების პარტნიორები ესწრებიან.

გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი არის მათი დაბალი წარმომადგენლობა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში.

„ქალთა მიმართ ძალადობა ასევე დაკავშირებულია მათ მცირე წარმომადგენლობაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალები ძალადობას განიცდიან, არის ის, რომ არ ხდება მათი სრულყოფილი გაძლიერება და არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. ეს არის საკითხი, რომელზეც ვისურვებდით დადებითი პრაქტიკა შევამჩნიოთ და გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორებისგან რა ხდება ამ მიმართულებით. ეს საკითხი ბოლო დრომდე ყურადღების ცენტრში არ იყო, ამიტომ ჩვენი კონფერენცია ყურადღებას გაამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე პოლიტიკაში და არჩევნებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ ამ საკითხზე იმუშაოს“,-განუცხადა ჟურნალისტებს საბინე მახლიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა