დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს, დასრულებულ სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 322 504 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდის დააფინანსებით განხორციელდა.

„პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებდა. მოეწყო ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი კიბეები გრანიტის ფილებით, ლითონის მოაჯირები, გარე განათება და გადმოსახედი ტერასები.

არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს