„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 51-ე სესიაში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 51-ე სესიაში მონაწილეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველო, ახლადარჩეული წევრის სტატუსით პირველად მონაწილეობს.„გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) შეხვედრა ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ გაერო-ს წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ის წარმოადგენს უმაღლესი დონის სამთავრობათაშორისო ფორმატს და საერთაშორისო დონეზე, სტატისტიკური საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს, რომელიც ზედამხედველობას უწევს გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD).საქართველო აღნიშნული კომისიის წევრად, გასული წლის მაისში აირჩიეს. წევრობის მანდატი მოიცავს 2020-2023 წლების პერიოდს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვრიდან. აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველო, ახლადარჩეული წევრის სტატუსით პირველად მონაწილეობს.

51-ე სესიის ფარგლებში, გოგიტა თოდრაძე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, მოხსენებით მიმართავს კომისიის წევრებს, უცხოელ კოლეგებს გააცნობს ქვეყნის სტატისტიკის სიტემაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე.

სესიის პარალელურად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვედრები ექნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან, სადაც განიხილება მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრობა ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა