კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა.

მუზეუმის ადმინისტრაციამ მომსახურების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დროებით წყვეტს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს