ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ.

ადგილობრივი აცხადებენ, რომ მათი ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობაა, სოფელს სხვა ალტერნატიული ტერიტორია არ გააჩნია და საძოვრების გარეშე საქონელს ვერ გამოკვებავენ.

მათი თქმით, საიჯარო ხელშეკრულებით, 2000 წლიდან აღნიშნულ ტერიტორიას საძოვრად იყენებედნენ, მუნიციპალიტეტმა კი მალულად გაასხვისა.

მოსახლეობა საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს.

მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, გასხვისება აუქციონის სახით, კანონის ფარგლებში მოხდა. მისივე თქმით, საკითხს შეისწავლის და პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

წესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის