ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 30 წლამდე მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი იტალიიდან 25 თებერვალს დაბრუნდა და ტემპერატურის მატებით დღეს მიმართა კლინიკას. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
„30 წლის მამაკაცი იტალიიდან 25 თებერვალს ჩამოფრინდა და დღეს ტემპერატურის მატებით მოგვმართა. მას 37 გრადუსი აღენიშნება. კვლევისთვის ყველა ნიმუში ავიღეთ და ხვალ გავიგებთ პასუხს, ველოდებით ლაბორატორიულ შედეგებს",- განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მოქალაქე ბოქსირებული განყოფილებაში იმყოფებოდა, თუმცა კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
იხილეთ ვიდეო: ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 წლამდე მამაკაცის ტესტების პასუხებს ელოდებიან