კობა ნარჩემაშვილი - ჩვენ არ ვართ პოლიტიკური სამშვენისი, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დავამშვენოთ

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური სამშვენისი, რომ დავამშვენოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, პრეზიდენტის მოხსენების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოვიდეს, ბოიკოტს უცხადებს.

„ფრაქციის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავალთ ამ საკითხთან მიმართებაში და არ დავესწრებით იმიტომ, რომ ძალიან გვიან იქნა ამის თაობაზე გაცხადებული. მაგრამ, ადრეც რომ გაცხადებულიყო, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა იმიტომ, რომ უკიდურესად ფორმალიზებულია პრეზიდენტის ანგარიში. ის მოკლებულია პოლიტიკურ შინაარსს, რადგან არ მიმდინარეობს ინტერაქტივის რეჟიმში.

საზოგადოებაში და არა მარტო პოლიტიკოსებში დაგროვილია ძალიან ბევრი კითხვა, განსაკუთრებით სკანდალურ შეწყალებასთან, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით და ასეთ რეჟიმში, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური სამშვენისი, რომ დავამშვენოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ასე ვთქვათ, შევქმნათ იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. თქვენ წარმოიდგინეთ, 10 - წუთიანი დროის გაყოფაზეც უარი მივიღეთ და უნდა გამოსულიყო მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ფრაქციიდან. ეს ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი გამოსვლა იქნებოდა ძალიან ფორმალური, შინაარსს მოკლებული და საზოგადოებისთვის არაფრის მთქმელი“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა