პრეზიდენტი - მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის

მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება - დაძლიოს პოლარიზაცია.

“ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა, თუნდაც, მწვავე ოპონირება ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს - საარჩევნო პერიოდში. თუმცა, ჩვენს პირობებში, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20 %-ი კი ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია. ამიტომ, დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი. ამიტომ, სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს: არც - პოლიტიკურს, არც - ეკონომიკურს, არც - სამართლებრივს. ასეთი ბრალდება ერის წარსულისა და მისი ერთსულოვანი არჩევანის შეურაცხყოფაა. პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს. მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული. ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება - დაძლიოს პოლარიზაცია. მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია ამ გზის ბოლომდე გავლა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა