პოლიტიკურმა გაერთიანებამ  “ლელო-საქართველოსთვის” ნაძალადევის რაიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო-საქართველოსთვის” ნაძალადევის რაიონული ოფისი გახსნა.

პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ოფისის ხელმძღვანელად ნუნუ შათირიშვილი წარადგინა.

ჯაფარიძის თქმით, ახალი ოფისი ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლების შეკრების ადგილი უნდა იყოს, სადაც მათი პრობლემები გადაწყდება.

“აქ იმიტომ ვართ, რომ მოვიტანოთ ახალი იმედი, ახალი პერსპექტივა, გავუჩინოთ მომავლის რწმენა იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ მხოლოდ პრობლემებზე და ვისაუბროთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. ჩვენ გვინდა ეს ოფისი გახდეს ნაძალადეველების შეკრების ადგილი. გავიგოთ ყველა ის წუხილი, რომელიც გააჩნიათ და ერთად გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშეა”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა