„პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ“ „ნაცმოძრაობის” წევრი რომეო ფარულავა პოლიტიკურ დევნილად ცნო

“პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომეო ფარულავა პოლიტიკურ დევნილად ცნო. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს კომისიის შეხვედრის შემდეგ განუცხადეს. როგორც თავად ფარულავა აცხადებს, ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და მის წინააღმდეგ ორი სხვადასხვა საქმეა აღძრული.

“ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, ვაპროტესტებ იმ უკანონობას რაც ხდება 2012 წლის მერე. ორი საქმეა ჩემს წინააღმდეგ ძალოვან სტრუქტურებში აღძრული. ერთი კონკრეტულად - პროკურატურაში, მეორე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 20 იანვარს ვმოძრაობდი უცხოელ სტუმრებთან ერთად, ჩამისაფრდნენ და მომიწყვეს სპეცოპერაცია. სრულიად გაუგებარი ბრალდება - ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-დამზადება წამიყენეს. ხელში უჭირავთ მხოლოდ ნარკოლოგის დასკვნა. ვიზუალური დათვალიერებით დაადგინეს, რომ მე ვიმყოფებოდი ნარკოლოგიური თრობის ქვეშ. როდესაც მიმიყვანეს ნარკოლოგიურ საექსპერტო ბიუროში, დასკვნა წინასწარ დაწერილი დამხვდა. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ჩენი შვილი ნიკუშა ფარულავა არის მოძრაობა „შეცვალეს” აქტიური წევრი და ეს არ აწყობს დღევანდელ სახელმწფოს”,- განაცხადა რომეო ფარულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა