ეკა ბესელია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე - ეს იყო მმართველი პარტიის მხარდამჭერი გამოსვლა

ეს იყო იმ პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც არ არის ზეპარტიული და უფრო ეს იყო მმართველი პარტიის მხარდამჭერი გამოსვლა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის დღევანდელ მოხსენებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მოხსენებით იმედგაცრუებულია.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდი იყო. იყო იქ ვითარების ანალიზს რაც შეეხება რაღაც ნაწილები, სადაც იყო გლობალური ხედვა და არა მხოლოდ შიდაეროვნული კუთხით დანახული, მაგრამ მთლიანობაში მე მაინც იმედგაცრუებული გამოვედი დარბაზიდან და გულდაწყვეტილი იმიტომ, რომ ის მოლოდინი, რაც მქონდა არ გამართლდა და არც ის შანსი გამოიყენა პრეზიდენტმა, რომელსაც უნდა შეეცვალა მის მიმართ არსებული ნეგატიური განწყობა. ის უფრო მეტად იყო სახელისუფლებო პოზიციის დამცველი, ვიდრე ნეიტრალური და ობიექტური. ზეპარტიული რომ ყოფილიყო, მაშინ მოვისმენდით ისეთივე შეფასებებს მართლმსაჯულებაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და არ მოვისმენდით იმას, რასაც მმართველი პარტია გველაპარაკება, რომ თურმე კარგი დინამიკა გვაქვს და მარტო სკოლის რეფორმა სჭირდება ამ უბედურებას რაც ხდება სასამართლოში.

გარდა იმისა, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულების ნაწილში ქება მოვისმინე, რაც ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, საარჩევნო სისტემაზეც მისი გამოსვლა ჰგავდა მმართველი პარტიის რიტორიკას. ის, რომ საარჩევნო სისტემაზე მმართველმა პარტიამ რეფორმის განხორციელებაზე უარი თქვა, აქაც ველოდებოდი კრიტიკულ მოსაზრებებს, რადგან ეს გაზრდიდა ნდობას პრეზიდენტის მიმართ და დიალოგის გამართვის შესაძლებლობას მისცემდა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, პრეზიდენტის მონაწილეობით. როცა ლაპარაკია დემოკრატიაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე მეტ ხაზგასმას ველოდი ქალი პრეზიდენტის მხრიდან იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რისი მომსწრენიც გავხდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მგონია, რომ მთლიანობაში ეს იყო იმ პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც არ არის ზეპარტიული და უფრო იყო მმართველი პარტიის მხარდამჭერი გამოსვლა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა