თეთნულდის მიმდებარედ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი

მესტიაში, თეთნულდის მიმდებარედ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ტურისტი მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერის მოადგილემ, ნელი ნავერიანმა განუცხადა, შემთხვევა დღეს მოხდა.

„სულ ექვსი კაცი მოყვა ზვავში, სამწუხაროდ სამი დაღუპულია, ერთი დაშავდა, ორი კი ადგილობრივმა მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. დაშავებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტეხილობები და დაზიანებები აქვს. ველაპარაკე ექიმს, საგანგებოს ვერტმფრენს ელოდებიან, რომ გადაიყვანონ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თეთნულდზე ზედა ორი საბაგირო არ მუშაობს, გაჩერებულია, იმიტომ, რომ თბილი ამინდებია და მარკირებულია საფრთხის შემცველი ადგილები. ამის შესახებ გაფრთხილებული არიან, რომ ზვავსაშიში ადგილებია, მაგრამ მაინც გადადიან თვითნებურად“, - განაცხადა ნავერიანმა.

შეგახსენებთ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული ესპანელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.

მათივე ინფორმაციით, ზვავმა ათი ტურისტიდან 6 მოიყოლა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია