ანონსი 5 მარტი

5 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ღონისძიება - „წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგი: ევროკავშირთან ერთად წყალზე ადამიანებისა და ეკოსისტემების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“ გაიმართება, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტები.

მის: თავისუფლების მოედანი #4

5 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას #7

5 მარტს, 10:30 საათზე, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფექციურ საავადმყოფოში მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

მის: ყაზბეგის 16

5 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

5 მარტს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მედიას მიაწვდის ინფორმაციას ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის შესახებ.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595956103

5 მარტს, 11:00 საათზე, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ „საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი“ გაიმართება.

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06; მედეა ლაშხია -555 38 68 98

5 მარტს, 11:00 საათზე, გლდანის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

5 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

5 მარტს, 11:30 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კომენტარს გააკეთებს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო სისტემას და მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო ნომერი: 577 62 44 45

5 მარტს, 11:30 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ წევრები ანა დოლიძე და ალეკო ცქიტიშვილი სააპელაციო სასამართლოსთან ბრიფინგს გამართავენ.

თემა: თბილისის მერიის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის გამოცხადება, რაც თბილისის ზღვაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას უკავშირდება.

მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ.#7ა

საკონტაქტო: 599437403

5 მარტს, 11:00 საათზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა კალანდიას საქმის მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან საჩივარს შეიტანს.

5 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგეი ბოკარევის საექტრადიციო საქმის განხილვა გაიმართება, რომელსაც ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი დაესწრება.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

5 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები: ე.წ. პრეზიდენტობის მეორეჯერ მოწამლული კანდიდატი ასლან ბჟანია, მისი მომხრეების მოთხოვნები და არეულობა ე.წ. არჩევნების წინ.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 მარტს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

5 მარტს, 12:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: გიორგი ვაშაძე და ლისზე არსებული ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ.

მის: ონკოლოგიური კლინიკა, ლისის ტბაზე

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

5 მარტს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები: ე.წ. პრეზიდენტობის მეორეჯერ მოწამლული კანდიდატი ასლან ბჟანია, მისი მომხრეების მოთხოვნები და არეულობა ე.წ. არჩევნების წინ.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 მარტს, 12:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კონფერენცია მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ გაიმართება.

კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია გახსნიან.

მის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

5 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება.

ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის მერი კახა კალაძე, ბოტანიკური ბაღის დირექტორ თამაზ დარჩიძესა და ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად მიიღებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მეგობარი ქვეყნების ელჩები, პარტნიორი ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ოფიციალური პირები.

5 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კლუბ „ბასიანთან“ დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 მარტს, 13:00 საათზე, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალ პროექტს წარადგენს.

თემა: საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს.

მის: ტექნოპარკი (მის: ინოვაციების ქ.#7, ოქროყანა)

საკონტაქტო: სალომე არშბა - 599 71 21 31

5 მარტს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ. N10

5 მარტს, 15:00 საათზე, „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

5 მარტს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა