იტალიაში, შესაძლოა, ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დროებით დაიხუროს

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, იტალიაში ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 5 მარტიდან, შესაძლოა, დროებით დაიხუროს - ინფორმაცია იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა „როიტერსს“ მიაწოდა.

წყაროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სკოლები მინიმუმ მარტის შუა რიცხვებამდე დაიხურება. ამ დროისთვის სკოლები და უნივერსიტეტები იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებშია დახურული.

ამასთან, ქვეყნის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ეპიდემიის პირობებში, იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მატჩები დახურულ სტადიონებზე გამართოს.

იტალიაში კორონავირუსი ყველაზე მეტად ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებშია გავრცელებული, თუმცა ინფიცირების შემთხვევები თანდათან მთელს ქვეყანაში მატულობს. შეგახსენებთ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა