საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი - მიგრანტები სამართალდამცველებს გაზის იმ ხელყუმბარებს ესვრიან, რომელსაც თურქეთის არმია იყენებს

არალეგალი მიგრანტები, რომლებიც საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან იმყოფებიან და საბერძნეთში გადასვლას ცდილობენ, ბერძენ სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზის შემცველ ხელყუმბარებს ესვრიან, რომელსაც თურქეთის არმია იყენებს. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი არალეგალ მიგრანტებს ეხმარება საბერძნეთის საზღვარს მიაღწიონ, რაც თურქეთის ხელისუფლების კოორდინირებული ოპერაციაა.

ცნობისთვის, თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვევაბასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიგრანტთა და დევნილთა ნაკადებს ვეღარ აკავებს და მათთვის ევროკავშირთან თავისი საზღვარი გახსნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა