ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ღუდუშაურის კლინიკაში „ინტერპესნიუსს“ განუცხადეს, პაციენტს უკვე ჩაუტარდა პირველადი კვლევები და შესაძლოა, ოპერაციული ჩარევაც დასჭირდეს.

„პაციენტს აღენიშნება მოტეხილობები. ის კონტაქტურია და არ არის მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება ტრავმული შოკი.

პირველადმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს მაღალი ალბათობით დასჭირდება ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ოპერაციული ჩარევა.

მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრისთვის პაციენტის კვლევები გრძელდება“, - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისათვის, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად 6 ადამიანი დაიკარგა. ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა