რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ავტომობილის მძღოლმა განუცხადა,ის ჩვეული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილში ცეცხლი შენიშნა და მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.შესაბამისად, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მანქანა მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა