გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსს ქართულ ეკონომიკაზე გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჰქონდა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსს გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე და პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ტურიზმთან. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა.

„კორონავირუსის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ, ბოლო წლების განმავლობაში, გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. „ჩვენ ერთობლივად ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, კორონავირუსთან ერთოლივი ბრძოლის ეფექტიანობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა