ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა.

ორი პაციენტი საავადმყოფოში წუხელ, ქუთაისის აეროპორტიდან მიიყვანეს. ისინი დედა-შვილი არიან და საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ. მეოთხე პაციენტი გერმანიაში იმყოფებოდა და ტემპერატურა დაუფიქსირდა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, აღნიშნულ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, მათი ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა