ფოთის მერიაში წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ოთში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია TAHAL Group BV-ის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია იგეგმება.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N19 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა კეთილმოწყობის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს თავდადებულის, ბერდიანსკის, თამარ მეფის ქუჩებზე.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები უნდა დაჩქარდეს იმ ლოკაციებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოსამზადებელი ღონისძიებები უკვე გატარებულია.

შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით სხვადასხვა ლოკაციებზე 14 ბრიგადა მუშაობს, მათივე თქმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აპრილის თვეში იგეგმება.

ქალაქ ფოთის მერია აქტიურ მონიტორინგს უწევს სამუშაოების მიმდინარეობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან დაისვა ლოკაციებზე სამუშაოების დაჩქარების, ტერიტორიების მოსუფთავების, მუშაობის დროს გაჭრილი ტროტუარების მოწესრიგების საკითხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა