კახა კალაძე - გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს

გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გიგი უგულავას ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, უგულავას ბრალეულობასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს.

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არის დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი, როდესაც 59 მილიონს იპარავს უხერხულია პოლიტპატიმარი დაარქვა. უბრალოდ,უხერხულია. მე მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, არსებობს ამის მტკიცებულებები. ვიდეო-კადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან მიმართებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს.

„არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, - აცხადებს გიგი უგულავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა