პაატა იმნაძე - თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ იტალიიდან ჩამოსულ პირს შეგნება არ აქვს, რომ თვითიზოლაციაში იყოს, დამსაქმებლები და ახლობლები თავად უნდა მოერიდოს მას. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს, იტალიიდან ჩამოსულს, არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს“, - განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ დათბობასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს, იმნაძე ამბობს, რომ ამის იმედი არსებოს, თუმცა მეცნიერული მტკიცებულება არა.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არის, რა თქმა უნდა, ამის იმედი არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას აქვს, რომ ჩვეულებრივად რესპირატორული ინფექციები სიცივეში ვრცელდება და სიცხეში ცოტაა, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ. ვნახოთ, ავსტრალიაში რა იქნება, იქ ზაფხულია და ახლა დგება შემოდგომა“,- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი ირანიდან, ორი კი იტალიიდან ჩამოსულ ადამიანს დაუფიქსირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა