ყვარელში, სოფელ გრემში მოსახლეობა გრემის მთავარანგელოზის ტაძრის სიახლოვეს სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში აქცია მიმდინარეობს. ოთხი სოფლის მოსახლეობა, გრემის მთავარანგელოზის ტაძრის სიახლოვეს, კერძო პირის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს.

მათი თქმით, წყლის საბურღი ტექნიკის მუშაობა ძლიერ ბიძგებს იწვევს და ტაძარს სართხეს უქმის.

სასულიერო პირების ნაწილი ადასტურებს, რომ მე-16 საუკუნის ტაძარი საფრთხეშია. მამა იოანე განმარტავს, რომ მშენებლობის დაწყების შემდეგ ტაძრის გუმბათიდან ბათქაში ცვივა.

„შაჰ აბასს არ უქნია ის, რასაც ახლა ესენი აკეთებენ. რაც ეს სამუშაოები დაიწყეს, ბათქაში ცვივა. მართალია, ამ წუთას სამუშაოები შეაჩერეს, მაგრამ ისიც არ ვიცოდით, რომ ტერიტორია გაიყიდა“, - აცხადებს მამა იოანე.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრას. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მშენებლობა იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა