სასამართლომ კლუბ „ბასიანის” თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანი პატიმრობაში დატოვა.

დღეს საქმეზე წინასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარე ჩაჩხიანისთვის პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ჩაჩხიანმა თქვა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა და ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა