ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

„ალტერნატივას“ წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკებს არ დაუშვებენ. აქციის მონაწილეები, საბჭოთა სიმბოლიკის ჩამოხსნას და საქართველოს დროშის აღმართვას გეგმავენ.

„ჩვენ გვინდა, რომ დროშა დავკიდოთ და პატივი ვცეთ - დროშას და არა საბჭოთა სიმბოლიკას. ავტოსადგურის მეპატრონე არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენ თვითონ დავანგრიოთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ბათუმის ავტოსადგურის დირექტორი ბადრი სოლომონიძე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ უწყებათაშორისი კომისიისგან დასკვნას ელოდება და საბჭოთა სიმბოლიკას ტერიტორიიდან გაიტანს.

„სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და გონივრული ვადა მოგვცეს. კომისიის დასკვნის საფუძველზე, დემონტაჟი მოხდება. ველოდებით 6 თვეა დასკვნას, რომ დავშალოთ“, -განაცხადა ბადრი სოლომონიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო