ხაშურში 24 წლის ქალი ქმარმა დაჭრა

ხაშურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.

პაციენტს ცოტა ხანში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.

არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე წამოწყებულმა დავამ გამოიწვია.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ვიდეომასალა ხაშურიდან, სადაც 24 წლის ქალი ქმარმა დაჭრა - კადრებში ჩანს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო