გიგა ბოკერია - ჩვენ მომხრე ვართ საარჩევნო ბარიერის დაწევის,  თუ ივანიშვილი სხვა საკითხებზე გონს მოეგება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 1%-იანი ბარიერი, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახსენა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი არ არის.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიცია ბარიერის დაწევას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი „გონს მოეგება“.

„ჩვენ მომხრე ვართ ბარიერის დაწევის, თუმცა ეს არაა ის საკითხი, რომლის გარშემოც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ეს არ არის ის საკითხი, რის გამოც იყო საზოგადოება ქუჩაში გამოსული და დღეს რასაც აპროტესტებს. ასევე, ეს არ იყო ის საკითხი, რასაც დაპირდა ივანიშვილი საზოგადოებას „გავრილოვის ღამეს“ დაღვრილი სისხლის შემდეგ, რაშიც გადააგდო და დღესაც უტიფრად გვეუბნება, ფეხებზე მკიდიხართო, ანუ საკვანძო საკითხი ეს არ იყო. თუმცა ჩვენ მომხრე ვართ ბარიერის დაწევის და სხვა საკითხებზე გონს თუ მოეგება ივანიშვილი - პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და რეპრესიების შეწყვეტაზე და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ამასთან ერთად მაგასაც მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელელებას, ბოკერია ამბობს, რომ მრგვალი მაგიდიდან ხელისუფლება წავიდა და არა ოპოზიცია.

„110/40-ზე სისტემას მხარს ისევ არ ვუჭერთ. მრგვალ მაგიდასთან დაბრუნებას ჩვენ კი არა, ხელისუფლება არ აპირებს. მათ მიატოვეს მოლაპარაკებები, როდესაც თქვეს, რომ არ მოდიან არსებითად პროპორციულ სისტემაზე და ფეხებზე კიდიათ საზოგადოების დაპირება, როდესაც პოლიტიკური პატიმრების გამოშვების ნაცვლად, კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი დააკავეს, ისინი უნდა დაბრუნდენ მაგიდასთან და არა ჩვენ“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია და 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა