ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სამი სოფლის - ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 563 992 ლარი მოხმარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სარებილიტაციო გზის მონაკვეთი 1,5 კილომეტრია და ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„პროექტის თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები მოეწყობა. გზის ამ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მძღოლებსა და ქვეითებს პრობლემებს აღარ შეუქმნის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა