ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება

ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა, კახა ხელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„დაახლოებით 3-ის ნახევარზე კლინიკაში მრავლობითი ჭრილობით ახალგაზრდა ქალბატონი მოიყვანეს, გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები გახლდათ, ასევე სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. დაუყოვნებლივ მოთავსდა საოპერაციო ბლოკში და ახლა ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციის შედეგის მიხედვით გვექნება ახალი ინფორმაცია, რომელსაც დამატებით მოგაწვდით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, საკმაოდ მრავლობით ტრავმებს შეესაბამება. ნაკვეთი ჭრილობები ჰქონდა“,-განაცხადა ხელაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო