შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე ოფიცრებისა და ექიმი-ეპიდემიოლოგების მუშაობას ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში გაეცნო

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მამუკა ჯანგულაშვილმა ასევე დაათვალიერა საკარანტინო სივრცეები (საველე კარვები), რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო აეროპორტებსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

მათივე ინფორმაციით, როგორც ცნობილია, მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებთან (ექიმი-ეპიდემიოლოგები) ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მგზავრთა კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში, ასევე საერთაშორისო სარკინიგზო სადგურებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა