ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 30 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მოქალაქე იტალიაში იმყოფებოდა და მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა გუშინ მიმართა კლინიკას.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, დღეს პირველად აჭარაში საკარანტინო სივრცეში საქართველოს 30 მოქალაქე შეიყვანეს. კარანტინი გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში გაიხსნა.

"მოქალაქეები საქართველოში რისკ-ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ ჯანმრთელები არიან. ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სასტუმროში აბსოლუტურად ნორმალური პირობებია",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო