გონიოში ადგილობრივები საკარანტინე სივრცის მოწყობას აპროტესტებენ

გონიოში, საკარანტინე სივრცის გახსნას ადგილობრივები აპროტესტებენ და აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ტურისტულ ზონაში კარანტინის გახსნის წინააღმდეგი არიან და მოითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კარანტინის სივრცე მოსახლეობისგან შორს -ქალაქგარეთ გახსნას.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კარანტინის სივრცე მათთვის საფრთხეს წარმოადგენს და კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ხედავენ.

"საშიშროებას ვხედავთ, არ ვიცით, როგორ ვრცელდება ეს დაავადება. აქ მყოფები, შეიძლება გაიპარონ და ვინმესთან ჰქონდეთ შემხებლობა. ვითხოვთ, აქედან წაიყვანონ და ისეთ ადგილას გადაიყვანონ, სადაც ნაკლები ხალხია",- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ირინა აბაშიძე.

ცნობისთვის, გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინის სივრცე გაიხსნა, სადაც საქართველოს 30 მოქალაქე დღეს შეიყვანეს. ისინი ე.წ. რისკ-ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა