დეა მეტრეველი - სახელმწიფოს მიერ არ ხდება ეფექტური პოლიტიკის წარმოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

სახელმწიფოს მიერ არ ხდება ეფექტური პოლიტიკის წარმოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ქალების მიმართ ძალადობის ახალმა შემთხვევებმა საგანგაშო მასშტაბები შეიძინა.

„ უკვე თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია და, შესაბამისად, ფემიციდის თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ქალთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.

დღეს ხაშურში ახალი ტრაგედია დატრიალდა და კიდევ ერთი ქალი იბრძვის სიცოცხლისთვის. არსებული საგანგაშო ვითარება და ფემიციდის ზრდადი სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხდება ეფექტური პოლიტიკის წარმოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. არ ეთმობა უფრო მეტი ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ გადასადგმელ ღონისძიებებს. სუსტი და ხშირ შემთხვევაში მოშლილია კოორდინაცია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ფაქტობრივად, უგულებელყოფილია შესაბამისი უწყებების მიერ ქალთა ძალადობის პრევენციისკენ მიმართული სახალხო დამცველის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები“,-აცხადებს მეტრეველი, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დღემდე არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არ გაუკეთებია საჯარო განცხადება ქალთა მკვლელობების ფაქტებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისათვის ქალთა ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლასთან დაკავშირებით.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მასზე დებულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით და, მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება და მათგან ანგარიშის მოსმენა’’, -განაცხადა დეა მეტრეველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა