ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილ ახალგაზრდა ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

პაციენტს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.

,,ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - მიღებული დაზიანებების და ამ დაზიანებების სიმძიმის შესაბამისია. ერთ-ერთი ჭრილობა ფიქსირდება გულშიც, ოპერაციის მსვლელობისას, დაფიქსირდა გულის ტამპონადა, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიური მდგომარეობა, იგივე გულის გაჩერება, თუმცა, მალევე მოხერხდა რიტმის აღდგენა“, - აცხადებენ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში.

24 წლის ქალს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქმარმა მიაყენა, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა. ბრალდებული დაკავებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა