ამირან გამყრელიძე - გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ მას 24 საათში ორჯერ ზედიზედ კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ადამიანი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ მას 24 საათში, ზედიზედ ორჯერ კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება.

„მსუბუქი შემთხვევების დროს, დაახლოებით ორი კვირიდან 20 დღემდე საჭიროა სტაციონარული იზოლირება, დაკვირვება და მკურნალობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით, გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ ორჯერ ზედიზედ 24 საათში, მას კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება“,-განმარტა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 9 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა