სენატორი ელიზაბეთ უორენი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

„დემოკრატი“ სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან ელიზაბეთ უორენი ამერიკის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 3 მარტს, ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ აშშ-ის 14 შტატში ერთდროულად გამართულ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო პრაიმერში უორენს, ძირითადად, მე-3 და მე-4 ადგილები ერგო.

უორენს საკუთარი საარჩევნო კამპანია ვაშინგტონში კორუფციის აღმოფხვრაზე ჰქონდა ორიენტირებული. აიოვას შტატში გამართულ პრაიმერში უორენმა მესამე ადგილი აიღო, ნიუ ჰემპშირსა და ნევადაში მეოთხე ადგილი, ხოლო სამხრეთ კაროლინაში ის მეხუთე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, „სუპერ სამშაბათის“ შემდეგ საარჩევნო მარათონი მილიარდერმა, მედიამაგნატმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმაც დატოვა.

ამერიკის 14 შტატში გამართულ „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 შტატში გაიმარჯვა. მეორე პოზიციაზეა სენატორი ბერნი სანდერსი. პრაიმერის მომდევნო რაუნდი აშშ-ის 6 შტატში 10 მარტს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა