წალენჯიხაში ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან გაგრძელდება

წალენჯიხასა და ჩხოროწყუს საზღვარზე ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განუცხადა, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, მეხანძრებმა ცეცხლის სამი კერა ჩააქრეს, სამუშაო ხვალ დილიდან გაგრძელდება.

"სამი კერა ჩააქრეს მეხანძრეებმა და ამ რკალის, რომელიც ახლა ჩანს, შეზღუდული ხილვადობის გამო, ჩაქრობა ვერ მოასწრეს. დილიდან განახლდება სამუშაოები. მინდა განვმარტო, რომ ტყის მასივს არ უკიდია. ეს არის ეკალ -ბარდები. მოსახლეობასთან ახლოს არ არის და მათ საფრთხე არ ემუქრებათ",- განაცხადა მერმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო